შეურაცხყოფა

შეურაცხყოფა
• პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა), რაც შეეხება პირის ზნეობრივ თუ გონებრივ თვისებებს, ფიზიკურ თავისებურებას თუ საქმიანობას, მნიშვნელობა არა აქვს, შეესაბამება თუ არა ნათქვამი სინამდვილეს.
Source: გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002,
• პირის პატივისა და ღირსების შელახვა, გამოხატული უწესო ფორმით. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს პასუხისმგებლობას შეურაცხმყოფელი განცხადებებისათვის, თუნდაც ასეთი განცხადება ზიანს აყენებდეს პირის პატივსა და ღირსებას.
Source: ადეიშვილი ზურაბ. მედია და კანონი / [რედ.: თამარ კინწურაშვილი, დავით ზურაბიშვილი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "შეურაცხყოფა" в других словарях:

  • ძალადობა — • არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. მათგან ერთ ერთი განიმარტება, როგორც ძალის გამოყენება ფარული ან აშკარა იმ მიზნით, რომ მიიღო ადამიანისაგან ან ჯგუფისაგან ის, რისი მოცემასაც ისინი თავის ნებით არ თანხმდებიან. არსებობს ძალადობის სხვადასხვა ფორმა …   Georgian encyclopedia

  • ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები — • ლანძღვა, გინება, დამცირება და დაცინვა პირისპირ და საზოგადოებაში, მუქარა, მეუღლის მშობლების შეურაცხყოფა Source: კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 • დაცინვა,… …   Georgian encyclopedia

  • ძალადობა ოჯახში — • ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას. Source: კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002, •… …   Georgian encyclopedia

  • აზროვნების ბარიერი — ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვს კარგად ესმის, თუ რას მოითხოვს მისგან მასწავლებელი და შეუძლია კიდეც ამის შესრულება, მაგრამ თითქოს არ სურს „გაგება“ და მით უმეტეს, სათანადო რეაგირება. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი პედაგოგიური ხარისხი ამ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»